რუსული მხარის ცნობით, მოსკოვთან დრონები ჩამოაგდეს

გამოქვეყნდა:

რუსული მედია და ტელეგრამ არხები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ 4 ივლისს, დილით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა "ახალ მოსკოვში" ორი დრონი წყობიდან გამოიყვანეს, ხოლო კიდევ ერთი ჩამოაგდეს კალუგის ოლქში.

სამთავრობო მედია TASS წერს, რომ მსხვერპლის შესახებ ცნობები არ გავრცელებულა.

"წინასწარი მონაცემებით, სამი დრონი სხვადასხვა დროს მოსკოვის მიმართულებით მიემართებოდა. ელექტრონული საშუალებით ორი მათგანი ჩაახშეს ახალ მოსკოვში, ერთი კალუგას ოლქში", - უთხრა სამთავრობო მედიას წყარომ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან.

დრონების ნამსხვრევები სოფელ ვალუევოს ტერიტორიაზე ჩამოვარდა.

სააგენტოს წყარო ეუბნება, რომ მოწმდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კიდევ ერთი დრონი ჩამოვარდა მოსკოვთან მდებარე დასახლება კუბინკიში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი