უკრაინის ქალაქ სუმში ოკუპანტების მხრიდან საცხოვრებელ კორპუსზე დრონებით თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი სამამდე გაიზარდა. ქალაქში გლოვის დღე გამოცხადდა.
განახლებულ ინფორმაციას სუმის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაცია ავრცელებს. ადმინისტრაციის ცნობითვე, თავდასხმის შედეგად 21 ადამიანი დაშავდა.
სუმზე თავდასხმა 3 ივლისს მოხდა. ოკუპანტებმა ოთხი დრონი ჩამოაგდეს, რომელმაც ორი საცხოვრებელი კორპუსი და საოფისე შენობა დააზიანა.