არახამიას თქმით, თუ საქართველო მიხეილ სააკაშვილზე უკრაინის მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს, ერთადერთი ბერკეტი სანქციები რჩება

გამოქვეყნდა:

"ხალხის მსახურის" ლიდერის დავით არახამიას თქმით, იმ შემთხვევაში თუ საქართველო მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით უკრაინის მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს, ერთადერთი ბერკეტი რაც რჩება საერთაშორისო სანქციებია. ამ თემაზე მან "მთავარი არხის" გადაცემა "დღის სტუმარში" ისაუბრა.

"მე მგონი, საერთაშორისო სანქციები ერთადერთი მეთოდი იქნება გამოყენებული საქართველოს პოლიტიკოსების წინააღმდეგ", - თქვა დავით არახამიამ "მთავარი არხის" გადაცემაში "დღის სტუმარი" [სინქრონული თარგმანი].

გადაცემაში არახამიამ ასევე ისაუბრა უკრაინის პრეზიდენტის მიერ შექმნილი რუსეთის სანქციებზე მომუშავე საერთაშორისო ჯგუფის კოორდინატორის მაიკლ მაკფოლის განცხადებაზერომელმაც თქვა, რომ ზაფხულში, სანქციების ჯგუფის რეკომენდაციებში, შესაძლოა, რამდენიმე ცნობილი ქართული გვარი მოხვდეს.

არახამიას თქმით, სანქციებმა უნდა აიძულოს ქართველო პოლიტიკოსები, რომ გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით მათი დამოკიდებულება შეცვალონ.

"სანქციები არის ქმედება, რომელიც დაკავშირებულია პირდაპირ უკანონო ქმედებებთან, რომელსაც აწარმოებს საქართველოს ხელისუფლება და თავისთავად ცხადია, ამ სანქციებმა უნდა აიძულოს შეცვალონ მათი დამოკიდებულება საკითხებისადმი, საერთაშორისო ურთიერთობებთან არის ეს ყველაფერი დაკავშირებული. [...] რაღაც წყარო, საერთაშორისო გამოყენებულ უნდა იქნას რაც შეიძლება სწრაფად იმისათვის, რომ კონკრეტული შედეგები დადგეს ამ საკითხთან მიმართებაში", - თქვა არახამიამ. [სინქრონული თარგმანი]

არახამიამ თქვა, რომ თუ საქართველოს ხელისუფლებას სურს რამე დაამტკიცოს, არსებობს მარტივი ნაბიჯი, რომელიც მან უნდა გადადგას, მაგალითად, შეუშვას ქვეყანაში გამომძიებელი ჟურნალისტები. 

"რამდენი რუსია ჩამოსული, რამდენი რუსი სარგებლობს ბანკის მომსახურებით ახლა საქართველოში, რამდენი ანგარიში გაიხსნა მათი საქართველოს ბანკებში, ჩემი პასუხი არ გჭირდებათ, ეს არის პასუხი, აქ უნდა მოხდეს ინფორმაციის გახსნა და გაზიარება", - თქვა არახამიამ.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი