გასული დღის განმავლობაში მტერთან 40 სამხედრო შეტაკება მოხდა - უკრაინის გენშტაბი

გამოქვეყნდა:

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებით, 4 ივლისის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალებსა და რუს ოკუპანტებს შორის 4 მიმართულებით 40 შეტაკება მოხდა.

უწყების ცნობით, გასული დღის განმავლობაში რუსეთმა სარაკეტო შეტევა განახორციელა ხარკოვის ოლქის ქალაქ პერვომაისკისა და სოფელ ბელი კოლოდეცზე. გარდა ამისა, დაფიქსირდა 47 საჰაერო დარტყმა და განხორციელდა 59 დაბომბვა მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან.

"მტერი თავის ძირითად ძალისხმევას ამახვილებს ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკასა და მარინკას მიმართულებებზე, მძიმე ბრძოლები გრძელდება. დღის განმავლობაში მოხდა 40 შეტაკება", - ამბობს გენშტაბი.

უწყების ცნობითვე, ლიმანის მიმართულებით, დღის განმავლობაში, ავიაციის მხარდაჭერით, რუსეთმა სცადა უკრაინის ჯარების განდევნა მათი პოზიციებიდან ნოვოვოდიანოს დასავლეთით და დიბროვას სამხრეთით, ლუგანსკის რეგიონში, მაგრამ წარუმატებელი აღმოჩნდა.

ბახმუტის მიმართულებით, გენშტაბის ცნობით, უკრაინამ წარმატებით მოიგერია მტრის თავდასხმები დონეცკის ოლქის ორეხოვო-ვასილოვკასა და ბოგდანოვკას დასახლებების რაიონებში. ამავდროულად, უკრაინა აგრძელებს შეტევით ოპერაციებს ქალაქ ბახმუტის სამხრეთით და ჩრდილოეთით.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი