ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) განახლებაში ნათქვამია, რომ უკრაინის არმია, სავარაუდოდ, ახლა არ ცდილობს დიდი ძალებით სწრაფად გაარღვიოს რუსეთის თავდაცვის ხაზები, რადგან ის ყურადღებას ამახვილებს მტრის ძალების თანდათანობით ამოწურვაზე.
"უკრაინის შეიარაღებული ძალები, როგორც ჩანს, ორიენტირებულია ასიმეტრიული ცვეთის გრადიენტის შექმნაზე: უკრაინის ცოცხალი ძალის შენარჩუნება ნელი ტერიტორიული წინსვლის ფასად, თანდათან გაანადგუროს რუსეთის ცოცხალი ძალა და აღჭურვილობა", - წერენ ანალიტიკოსები.
ამ ვარაუდის გასამყარებლად ანგარისში მოყვანილია უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარის, ოლექსი დანილოვის სიტყვები, რომ "ახლა განადგურების ომი განმათავისუფლებელი ომის ტოლფასია".
"უკრაინის ოპერაციების ამჟამინდელი ტემპი არ მიუთითებს ჩიხზე და არც იმაზე, რომ უკრაინას არ ძალუძს დაიბრუნოს დიდი ტერიტორიები", - ამბობს ISW.
ანალიტიკოსები ამბობენ, რომ უკრაინის ამჟამინდელი კონტრშეტევა ნაკლებად ელვისებურია, ვიდრე ხარკოვის რეგიონის დიდი ნაწილის გათავისუფლება, უფრო წარმატებული, ვიდრე წარუმატებელი რუსული ზამთრის შეტევა, რომელიც მნიშვნელოვანი მიღწევის გარეშე დასრულდა.