შოლცის განცხადებით, უკრაინული ძალები ძალიან ზუსტად და ორგანიზებულად მოქმედებენ

გამოქვეყნდა:

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ უკრაინული ძალები ომში ჯერჯერობით ძალიან ზუსტად და ორგანიზებულად მოქმედებენ. მისივე თქმით, არ ელოდა, რომ მოვლენები დღითიდღე შეიცვლებოდა. 

შოლცმა დასძინა, რომ უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოპერაციები "ძალიან მიზანმიმართულად" დაგეგმეს.

გერმანიის კანცლერმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა იმასაც, რომ სანამ უკრაინა ომშია, NATO-ს წევრი ვერ გახდება, რადგან ალიანსში გაწევრიანების კრიტერიუმები "სასაზღვრო კონფლიქტების არარსებობას" მოიცავს. თუმცა, შოლცის თქმით, უკრაინისადმი მხარდაჭერა გაგრძელდება.

"გერმანიამ შექმნა პირობები უკრაინის ხანგრძლივად მხარდასაჭერად, თუ ომი დიდხანს გაგრძელდება. ბევრი ქვეყანა შეძლებს მხარი დაუჭიროს კიევს ერთი, ორი, სამი და თუ საჭირო იქნება, მეტი წელი, რადგან ჩვენ არ ვიცით რამდენ ხანს გაგრძელდება სამხედრო კონფლიქტი," - განაცხადა შოლცმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი