ზელენსკიმ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა სტრასბურგის გადაწყვეტილება, ეს საზიანოა უკრაინისთვის - პაპუაშვილი

გამოქვეყნდა:

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, საქართველოს ელჩი თბილისში დაებრუნებინა მიხეილ სააკაშვილის საკითხზე კონსულტაციებისთვის, არანაირი საფუძველი არ ჰქონდა. 

მისივე აზრით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის განცხადებაში ფაქტობრივად კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილზე, რაც მისივე თქმით, უკრაინისთვისაა საზიანო.

"ფაქტია, რომ რა თქმა უნდა, ამ გადაწყვეტილებას არანაირი საფუძველი არ აქვს, პირიქით, სულ ცოტა ხნის წინ სტრასბურგის სასამართლომ, სასამართლო აქტის დონეზე, ყველაზე ავტორიტარულმა სასამართლომ დაადასტურა, რომ ეს იყო წელიწად-ნახევრიანი დეზინფორმაციული კამპანია, თითქოს სააკაშვილის მიმართ არის არასათანადო მოპყრობა, წამება, არასაკმარისი სამედიცინო სერვისის მიწოდება. სამწუხაროა, რომ პრეზიდენტმა ზელენსკიმ თავის განცხადებაში ფაქტობრივად კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, ეს უპირველეს ყოვლისა საზიანოა თავად უკრაინისთვის. უკრაინას დღეს რაც ყველაზე ნაკლებად სჭირდება არის ის, რომ ეჭვქვეშ დააყენოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და ზოგადად სხვა საერთაშორისო ინსტიტუტების გადაწყვეტილებები, ვინაიდან, უკრაინას გარდა სამხედრო ომისა მოსაგები აქვს სამართლებრივი ომი და ბრძოლა რუსეთთან და თუ კი ის თავად და მისი პრეზიდენტი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებს, ეს რა თქმა უნდა არ მიეშველება უკრაინას ამ ბრძოლაში. ამიტომ, უპირველეს ყოვლისა, ეს გადაწყვეტილება თავად უკრაინისთვისვე არის საზიანო ამ განზომილებით", - პაპუაშვილი.

მისივე აზრით, გადაწყვეტილება საზიანოა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობისთვისაც.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი