"ეს ნიშნავს, რომ დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და უკრაინას შორის არის გაყინული და უკრაინა ბოლო შანსს აძლევს საქართველოს ხელისუფლებას, რომ შეცვალოს სიტუაცია მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით. ჩვენ ვნახეთ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის ამსახველი კადრები და ნათელია, რომ ის კვდება. ამიტომ ჩვენ მოვითხოვთ, რომ გადმოგვეცეს ჩვენი მოქალაქე, რათა მან მიიღოს შესაბამისი სამედიცინო დახმარება. ჩვენ მივეცით 48 საათი საქართველოს ელჩს, რომ ჩავიდეს საქართველოში და გაიაროს კონსულტაციები. სანამ სააკაშვილთან დაკავშირებით დადებითი გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული, ის ვერ დაბრუნდება უკრაინაში და იმის გათვალისწინებით, რომ არც უკრაინის ელჩი იმყოფება საქართველოში უკვე საკმაოდ დიდი ხანია, ეს ნიშნავს საქართველოსა და უკრაინას შორის დიპლომატიური ურთიერთობების გაყინვას.
მე ვფიქრობ, რომ საქართველოს მთავრობის წევრები და პირველ რიგში ბიძინა ივანიშვილი, რომელიც მთავრობას რეალურად მართავს, უნდა დასანქცირდნენ. ასევე უნდა დასანქცირდეს ირაკლი კობახიძე და სხვები, რადგან ქართული ოცნება გადაიქცა კრემლის ოცნებად სამწუხაროდ. მე პრეზიდენტ ზელენსკის უკვე მივმართე ამ წინადადებით და ვიცი, რომ ამჟამად ეს საკითხი აქტიურად განიხილება"
ამბობს უკრაინის რადას დეპუტატი, ოლექსი გონჩარენკო.