რუსეთის არმიამ უკრაინაში თავისი საბრძოლო შესაძლებლობების ნახევარი დაკარგა - ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების მეთაური

გამოქვეყნდა:

''რუსეთის არმიამ უკრაინაში  თავისი საბრძოლო შესაძლებლობების ნახევარი დაკარგა, მათ შორისა 2 500 ტანკი''  - ასე აფასებს უკრაინის კონტრშეტევას და რუსეთის ომს უკრაინაში, ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების მეთაური ტონი რადაკინი Financial Times - თან

მან დაადასტურა, რომ უკრაინის კონტრშეტევა ნელა მიმდინარეობს, თუმცა მისივე აზრით, უკრაინის შეიარაღებული ძალების ამოცანა, მტრის დაღლა და ფრონტის ხაზის გაჭიმვაა - ''საკითხი ისაა, რომ ათას კილომეტრზე მეტი ფრონტის ხაზი, უფრო მეტად რუსეთისთვის ვაქციოთ პრობლემა, ვიდრე უკრაინისთვის'' - ამბობს რადაკინი.

რადაკინის თქმით, რუსეთმა უკრაინაში 2 500 ტანკი დაკარგა და 10 მილიონამდე ჭურვი დახარჯა და ეს იმ ფონზე, როდესაც უკრაინის ჯარების მთავარი კონტრშეტევა ჯერ კიდევ წინ არის.

ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების მეთაური თვლის, რომ უკრაინელი ჯარისკაცებისთვის ახლა მთავარი პრობლემა რუსების მიერ მოწყობილი დანაღმული ველები და საჰაერო მხარდაჭერის ნაკლებობაა.  მისივე შეფასებით, რუსეთი  ახლა ძალიან დასუსტებულია და ფართომასშტაბიანი შეტევისთვის ძალა არ შესწევს.
 


 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი