რუსებმა ზაპოროჟიე დაბომბეს - ინფრასტრუქტურულ ობიექტში ხანძარია

გამოქვეყნდა:

საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იური მალაშკო აცხადებს, რომ რუსმა ზაპოროჟიე დაბომბეს, რის შედეგადაც ერთ-ერთ ინფრასტრუქტურულ ობიექტზე ხანძარი გაჩნდა.

მისი თქმით, მტერმა S-300 ტიპის რაკეტები გამოიყენა. არსებული ინფორმაციით, მოსახლეობაში მსხვერპლი არაა. 

"S-300 ჭურვები მრავალათასიან ქალაქში ინფრასტრუქტურულ ობიექტს შუა დღის განმავლობაში მოხვდა. ერთ-ერთ შენობას ცეცხლი გაუჩნდა. დაბომბვის შედეგების აღმოფხვრაზე სპეციალისტები მუშაობენ", - წერს მალაშკო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი