უკრაინა კასეტურ ბომბებს თავდაცვისთვის იყენებს, რუსეთი თავდასხმისთვის - სტოლტენბერგი უკრაინისთვის კასეტური ბომბების გადაცემაზე

გამოქვეყნდა:

NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ალიანსს "არ აქვს პოზიცია" უკრაინისთვის კასეტური ბომბების გადაცემასთან დაკავშირებით. 

როგორც სტოლტენბერგი განმარტავს, ზოგიერთი მოკავშირე კასეტური ბომბების აკრძალვაზე თანხმდება, ზოგიერთი კი ვერა.

"ეს თავად უნდა გადაწყვიტონ სახელმწიფოებმა და არა NATO-მ", - ამბობს სტოლტენბერგი. 

მისივე თქმით, ახლა მსოფლიო ბრუტალური ომის წინაშე დგას, ამ ბრუტალურ ომში კი ორივე მხარე იყენებს კასეტურ საბრძოლო მასალებს, მათ შორის ის განსხვავებაა, რომ რუსეთი მას თავდასხმისთვის იყენებს, ხოლო უკრაინა თავდაცვისთვის.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი