უკრაინა და ჩეხეთი იარაღისა და საბრძოლო მასალის ერთობლივ წარმოებაზე შეთანხმდნენ

გამოქვეყნდა:

უკრაინამ და ჩეხეთმა იარაღისა და საბრძოლო მასალის ერთობლივი წარმოების შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

შესაბამის მემორანდუმს ხელი უკრაინის სტრატეგიული მრეწველობის სამინისტროს ხელმძღვანელმა, ალექსანდრ კამიშინმა და ჩეხეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ფრანტიშეკ შულცმა მოაწერეს. შეთანხმება უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ჩეხეთში ვიზიტის დროს შედგა.

"მიღწეული შეთანხმების განვითარების მიზნით", უახლოეს მომავალში უკრაინას ჩეხეთის დელეგაცია ეწვევა.

ჩეხეთის მთავრობის მეთაურმა ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ უკრაინას დამატებით გადასცემს თავდასხმით შვეულმფრენებს, დიდი კალიბრის საბრძოლო მასალას და დაეხმარება F-16-ის პილოტების მომზადებაში.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი