უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თურქეთში ჩავიდა, - ინფორმაციას Twitter-ზე ის თავად ავრცელებს და წერს, რომ მოლაპარაკებებს გამართავს თურქეთის პრეზიდენტთან, რეჯეფ ტაიფ ერდოღანთან.
"დატვირთული დღის დასასრული თურქეთში. მოლაპარაკებები პრეზიდენტ ერდოღანთან. პოზიციების კოორდინაცია მშვიდობის ფორმულაზე, NATO-ს სამიტი, უსაფრთხოების გარანტიები და მარცვლეულის ინიციატივა, უკრაინის რეკონსტრუქცია, თავდაცვის კონტრაქტები ჩვენს კომპანიებს შორის" - წერს ზელენსკი