უკრაინელების წყალობით, ჩვენ გვაქვს მშვიდობა მოლდოვაში - სანდუ ომის 500 დღის თავზე

გამოქვეყნდა:

მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის 500 დღის თავზე მიმართვა გამოაქვეყნა. მიმართვაში სანდუმ აღნიშნა, რომ რუსეთის ომმა უდანაშაულო მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვა, ასევე ომის დანაშაულები გამოიწვია.

"ისინი, ვინც ხელისუფლებაში იყვნენ, ქალები და კაცები, აიღეს იარაღი და დადგნენ თავიანთი ქვეყნის დასაცავად. მილიონობით დედა შვილებითა და მოხუცებით იძულებული გახდა დაეტოვებინა სახლი და დამალულიყო სარდაფებში, მეტროსადგურებში ან გაქცეულიყვნენ უკრაინის სხვა ნაწილებში, ან სხვა ქვეყნებში.

უკრაინელი სამხედროების გამბედაობის წყალობით, მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგობის წყალობით, ჩვენ გვაქვს მშვიდობა მოლდოვაში. ჩვენ სოლიდარულები ვართ უკრაინის მიმართ და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ვიყოთ მათთან ახლოს", - აღნიშნა მაია სანდუმ.

როგორც მაია სანდუმ აღნიშნა, მოლდოვა გააგრძელებს უკრაინის დახმარებასა და მხარდაჭერას - "უკრაინა გაიმარჯვებს, სხვაგვარად არ შეიძლება. უკრაინელები მსოფლიოს ხალხია და ჩვენ მათ გვერდით ვდგავართ, დიდება უკრაინას", - თქვა სანდუმ.

შეგახსენებთ, უკრაინაში რუსეთის ომის დაწყებიდან დღეს 500 დღე გავიდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი