"უსაფრთხოების გარანტიები, რომლებსაც დასავლელი პარტნიორები განიხილავენ, იქნება უკრაინისთვის კონკრეტული საშუალებების უზრუნველყოფა თავდაცვის უზრუნველსაყოფად და შესაძლებლობების გაძლიერება ახალი აგრესიის შეკავების მიზნით", - ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კატრინ კოლონამ განაცხადა.
"ეს გარანტიები ჯერ კიდევ განიხილება, მაგრამ მათი მიზანი იქნება ძალიან მკაფიო: მოკლევადიან პერსპექტივაში მიაწოდოს უკრაინას საკუთარი თავდაცვის უზრუნველყოფის საშუალებები", - თქვა კოლონამ.
საფრანგეთს სურს, ვილნიუსის NATO-ს სამიტმა უზრუნველყოს უკრაინის მხარდაჭერა გრძელვადიან პერსპექტივაში და მისცეს კონკრეტული მნიშვნელობა ალიანსში გაწევრიანების პერსპექტივას. ამავდროულად, პარიზი მუშაობს პარტნიორებთან უსაფრთხოების გარანტიების იდენტიფიცირებისთვის NATO-ში ინტეგრაციის პროცესის პარალელურად.