"ის მეორე", რომლის სახელის ხსენება არ შეიძლება, ნაწარმოები, რომელიც თითქოს არც არსებობს და რომლის ამოსაშთობად თეა წულუკიანის უწყება ალბათ არაფერს დაიშურებდა. როგორც აღმოჩნდა, ხელისუფლებისთვის მიუღებელი კინოპროდუქტის ჩამონათვალი საკმაოდ გრძელია და სწორედ ამიტომაც დაიწყო წულუკიანმა რეპრესიები ამ მიმართულებით.
კულტურის მინისტრის გათვლაა, რომ ამიერიდან იღებდნენ იმ ფილმებს, და ისე, როგორც ეს "ქართული ოცნების" პროპაგანდისტულ ხაზს დასჭირდება. კინო რეპრესიების ავტორები კინოს სწორედ პროპაგანდის ნაწილად მიიჩნევენ. სალომე ჯაშის "მოთვინიერება", რომელიც გიგანტური ხეების გადარგვას შეეხებოდა, არ არის ერთადერთი ხელისუფლებისთვის მიუღებელი ნაწარმოები.
გასული დღეები, საფესტივალო თვალსაზრისით, საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა ორი ქართული კინო ნაწარმოებისთვის. ერთზე კულტურის სამინისტრომ ვრცლად მიაწოდა საზოგადოებას ინფორმაცია, მეორე კი მხოლოდ ასე მოიხსენია - მეორე ფილმი. და აქ სრულდება მისალოცი ტექსტიც და ნამუშევრის აღწერა. რატომ - ფილმის სცენარიდან მარტივად მიხვდებით.