არჩევნები პროტესტის ფონზე - ლუკაშენკო ამ დროისთვის 82%-ით ლიდერობს

გამოქვეყნდა:

ბელორუსიის საარჩევნო კომისიის ცნობით,  ალექსანდრ ლუკაშენკო, 82%-ით ლიდერობს, ამ ინფორმაციას ევრონიუსი ავრცელებს. 

გამოცემა  ria.ru კი, ბელორუსიის ცესკოზე დაყრდნობით წერს , რომ ლუკაშენკო ყველა იმ რაიონში იგებს, რომლებიც ამ დრომდე დაითვალეს. 

აღსანიშნავია, რომ ეგზიტ პოლის წინასწარი მონაცემებით ლუკაშენკოს, რომელიც  ქვეყანას 1994 წლიდან მართავს, 80%-იანი მხარდაჭერა აქვს, მის ოპოზიციონერ მეტოქეს, სვეტლანა ტიხანოვსკაიას კი - 6,8%-იანი.

აქვე, "ევრონიუსი" ბელორუსიულ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ტიხანოვსკაია რამდენიმე საარჩევნო ოლქში ლუკაშენკოს უსწრებდა.

გამოცემა "Aljazeera" კი წერს, რომ მინსკში, დღის განმავლობაში პოლიცია მობილიზებული იყო და უკვე საღამოს მათ ბლოკპოსტები მოაწყვეს და ადამიანებს ბინადრობის მოწმობას უმოწმებდნენ, სავარაუდოდ, ისინი ღელავდნენ, სხვა ქალაქებიდან არ ჩამოსულიყო ხალხი. 

Aljazeera-სვე ცნობით, გავრცელდა ხმები, რომ პოლიცია ხალხის მასაში მანქანით შევარდა, სასწრაფო დახმარბეის ბრიგადები კი ამ დროს, იმ ადამიანებს აყენებდა მიწიდან, რომლებიც ძირს იწვნენ. 

შეგახსენებთ,ბელორუსიაში დემონსტრანტები საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ, რასაც მათსა და პოლიციას შორის დაპირისპირებაც მოჰყვა. საარჩევნო უბნების დახურვის შემდგომ გამოსულ დემონსტრანტებს, მართალდამცავემბა ცრემლსადენი გაზი დაუპიროსპირეს - არიან დაკავებულებიც და დაშავეულებიც, თუმცა ბელორუსიის შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ ინფორმაციას უარჰყოფს. 

პროტესტი ამ დრომდე გრძელდება, როგორც მინსკში ასევე ბელორუსიის სხვა ქაალაქებში. 
 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი