უკრაინაში 1,5 წლის განმავლობაში რუსეთის 47 000 მოქალაქე დაიღუპა - "მედიაზონა", "მედუზა"

გამოქვეყნდა:

კრიტიკულმა მედიებმა "მედუზა" და "მედიაზონა" (ორივე კრემლმა აღიარა, როგორც "უცხოური აგენტი") გამოაქვეყნეს კვლევა, რომლის მიხედვითაც, უკრაინასთან ომში რუსეთის დაახლოებით 47 000 მოქალაქე დაიღუპა. 

ჟურნალისტებმა ექსპერტ დიმიტრი კობაკთან ერთად შეისწავლეს მემკვიდრეობის საქმეების რეესტრი და როსსტატის მონაცემები, რომლებმაც აჩვენეს 2022 წლიდან მოყოლებული სიკვდილიანობის მკვეთრი ზრდა ახალგაზრდებში.

გამოცემების შეფასებით, 2023 წლის მაისის ბოლოს ომში 50 წლამდე ასაკის დაახლოებით 47 000 კაცი დაიღუპა. მონაცემებში შეფასებული არაა თვითგამოცხადებული, არაღიარებული დონეცკისა და ლუგანსკის "რესპუბლიკების" ზარალი. 

"ის ფაქტი, რომ ჩვენი მეთოდი მუშაობს, დასტურდება როსსტატის სიკვდილიანობის ოფიციალური მონაცემებით. მათი თქმით, 2022 წელს 50 წლამდე მამაკაცების ჭარბი სიკვდილიანობა (უახლესი მონაცემები არაა ხელმისაწვდომი) შეადგენდა 24 ათას ადამიანს, რაც განსხვავდება ჩვენი შეფასებისგან მხოლოდ 4%-ით", - წერია სტატიაში.

კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ გაცილებით ნაკლებია ცნობილი რუსეთის სხვა დანაკარგების შესახებ. მათი ცნობით, მძიმე დაჭრილებთან ერთად, რომლებიც სამსახურიდან დაითხოვეს ტრავმის გამო, გამოუსწორებელი ზარალის საერთო რაოდენობა შეიძლება იყოს მინიმუმ 125 ათასი ადამიანი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი