რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების მთავარი შტაბის უფროსის მტკიცებით, უკრაინამ ყირიმის ხიდზე და როსტოვის აეროდრომზე შეტევა სცადა. თავდაცვის სამინისტრო ამბობს, რომ იერიში წარუმატებელი იყო.
"საჰაერო თავდაცვის სისტემებმა გაანადგურეს ორი რაკეტა, რომლებიც თავს დაესხნენ ქერჩის სატრანსპორტო გადასასვლელს და მოროზოვსკის აეროდრომს. მსხვერპლი და ნგრევა არ არის", - თქვა შტაბის უფროსმა, ვიქტორ აფზალოვმა.
უწყების თქმით, უკრაინამ 9 ივლისს S-200 ტიპის საზენიტო რაკეტებით სცადა შეტევა როსტოვისა და კალუგის ოლქებში მდებარე ობიექტებზეც. მათ შორის, მოროზოვსკის სამხედრო აეროდრომზე.
ვიქტორ აფზალოვის მტკიცებით, საერთო ჯამში, რუსეთის საჰაერო თავდაცვამ 4 რაკეტა მოიგერია.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროსა და გენერალურ შტაბს ამ ობიექტებზე შეტევის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ დაუდასტურებია.