"უკრაინელებმა ბოლო ერთ კვირაში 14 კვ.კმ. გაათავისუფლეს" | მალიარი

გამოქვეყნდა:

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ბოლო ერთ კვირაში 14 კვადრატული კილომეტრი გაათავისუფლეს. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ჰანა მალიარმა განაცხადა.

"გასულ კვირას, 3-9 ივლისს, თავდაცვის ძალებმა უკრაინის ტერიტორიის 14 კვადრატული კილომეტრი გაათავისუფლეს: სამხრეთით - 10, 2, აღმოსავლეთით - 4", - განაცხადა მალიარმა.

​უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის თქმითვე, გასული კვირის განმავლობაში, მტერმა უკრაინაზე 39 სარაკეტო და 334 საჰაერო დარტყმა განახორციელა.

"აღმოსავლეთის მიმართულებით თავდასხმების რაოდენობა 7184-მდე გაიზარდა. მტერმა უკრაინელი დამცველების წინააღმდეგ 343 402 საარტილერიო და სარაკეტო ჭურვი გამოიყენა," - თქვა მალიარმა

ასევე ნახეთ: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი