ერთი ნაბიჯი NATO-ს წევრობამდე. ჩრდილო ატლანტიკური ალიანსი უკრაინას უსაფრთხოების ახალ გზას სთავაზობს. გადაწყვეტილება, რომელიც დღეს გაჟღერდა, უკვე შეფასდა, როგორც გარღვევა ახალი უსაფრთხოების სისტემის შექნაში და უმძმესი ნაბიჯი რუსეთისთვის. NATO-ს ახალი გეგმით, კიევი მიიღებს უნიკალურ შანსს და მსოფლიოს საუკეთესო უსაფრთოხების სისტემის წევრობისთვის მხოლოდ ერთი ნაბიჯის გადადგმა დასჭირდება - უკრაინა NATO-ს წევრი მაპის გარეშე გახდება.
გადაწყვეტილება საბოლოოდ ვილნიუსის სამიტზე გაფორმდება, რომელიც ხვალ იწყება. დიდი ალბათობით, ომში ჩართულ ქვეყანას მოუწევს რამდენიმე ფორმალობის დაკმაყოფილება და ბიუროკრატიული ეტაპების გავლა, მაგრამ გადაწყვეტილება პრინციპული და საბოლოოა. მოკავშირეები იმდენად მყარად არიან დარწმუნებული ამ გადაწყვეტილების სისწორეში, რომ ალიანსი უპრეცედენტო დათმობებზეც კი მიდის მიზნის მისაღწევად. დასავლური სამყარო უკრაინის წევრობაზე თანხმობის მისაღებად მზადაა თურქეთს ევროკავშირის წევრობის გზა გაუხსნას.