რუსეთმა კიევს "შაჰიდებით" შეუტია - უკრაინის ცნობით, ყველა საჰაერო სამიზნე გაანადგურეს

გამოქვეყნდა:

რუსეთმა კვლავ შეუტია კიევს ირანული წარმოების "შაჰიდის" დრონების გამოყენებით. კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი პოპკო აცხადებს, რომ თავდაცვამ მტრის ყველა სამიზნე გაანადგურა. 

"მტერმა ამ თვეში მეორედ შეუტია კიევს ჰაერიდან. წინასწარი მონაცემებით, ისევე როგორც ივლისის დასაწყისში, მტერმა გამოიყენა "შაჰიდის" საბრძოლო მასალა. 

ირანული თვითმფრინავები სამხრეთიდან, სავარაუდოდ, რუსეთის ფედერაციის კრასნოდარის ტერიტორიიდან გაუშვეს. ყველა აღმოჩენილი საჰაერო სამიზნე, რომელიც მოძრაობდა კიევის მიმართულებით, განადგურდა ჩვენი საჰაერო თავდაცვის ძალებითა და საშუალებებით", - განაცხადა პოპკომ.

ზარალის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი