უკრაინამ 5 კვირაში თითქმის იმდენი ტერიტორია გაათავისუფლა, რამდენიც რუსეთმა 6 თვეში დაიპყრო - ISW

გამოქვეყნდა:

ომის კვლევის ინსტიტუტის (ISW) შეფასებით, ხუთ კვირაში უკრაინულმა ძალებმა თითქმის იმავე რაოდენობის ტერიტორია გაათავისუფლეს, რაც რუსულმა ძალებმა ექვს თვეზე მეტი ხნის განმავლობაში დაიპყრეს.

ამერიკელი ანალიტიკოსები ყოველდღიურ ანგარიშში უკრაინის კონტრშეტევებზე წერენ. 4 ივნისს უკრაინის კონტრშეტევის დაწყებიდან, ISW-ის შეფასებით, რომელიც ეყრდნობა საკუთარ სახმელეთო კონტროლის მონაცემებს, უკრაინულმა ძალებმა დაიბრუნეს დაახლოებით 253 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია. მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ უკრაინის მონაცემები განსხვავდება ISW-ის გამოთვლებისგან.

გარდა ამისა, ISW-ის ინფორმაციით, 10 ივლისს უკრაინულმა ძალებმა კონტრშეტევითი ოპერაციები ფრონტის სულ მცირე სამ სექტორზე განახორციელეს - უკრაინული ძალები განაგრძობდნენ შეტევით მოქმედებებს ბახმუტის, ბერდიანსკისა და მელიტოპოლის მიმართულებებით.

განახლებაში აღნიშნულია, რომ როგორც უკრაინული, ისე რუსული წყაროები ბოლო დღეებში მიუთითებენ, რომ უკრაინა ძლიერდება ბახმუტის რაიონში და მის სამხრეთ-დასავლეთ ფლანგებზე. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი