სტოლტენბერგის თქმით, უკრაინის ალიანსში გაწევრიანებაზე "პოზიტიურ და ძლიერი" გზავნილები იქნება

გამოქვეყნდა:

​NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის თქმით, ვილნიუსში NATO-ს სამიტზე უკრაინასთან დაკავშირებით "დადებითი და ძლიერი გზავნილები იქნება". ამის შესახებ სტოლტენბერგმა სამიტის დაწყების წინ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

შეკითხვაზე, გასცემს თუ არა NATO მიწვევას უკრაინასთან მიმართებით, სტოლტენბერგმა უპასუხა: 

"თქვენ ნახავთ რამდენიმე საათში, ჩვენ ახლა ვასრულებთ კომუნიკეს. რისი თქმაც ახლა შემიძლია ისაა, რომ მე დარწმუნებული ვარ, იქნება პოზიტიური და ძლიერი მესიჯები უკრაინასა და მისი წევრობის გზაზე", - თქვა სტოლტენბერგმა.

შეგახსენებთ, 10 ივლისს NATO-ს სამიტის წინა დღეს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ დაწერა, რომ NATO-ს მოკავშირეებმა მიაღწიეს კონსენსუსს უკრაინის წევრობის გზიდან MAP-ის ამოღებაზე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი