დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის, რიში სუნაკის განცხადებით, უკრაინის "სამართლებრივი ადგილი" NATO-შია.
სუნაკის თქმითვე, მნიშვნელოვანია NATO-ს სამიტზე საბოლოოდ დადასტურდეს, რომ უკრაინა გახდება NATO-ს წევრი და რომ არის "ხელშესახები პროგრესი" ამ მიზნისკენ.
თუმცა ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა თემაზე საუბრისას აღნიშნა, რომ უკრაინის NATO-ში გაწევრიანება არაა დღის წესრიგში, სანამ რუსეთთან ომი მიმდინარეობს.
სუნაკის თქმითვე, უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები მნიშვნელოვანი იყო რუსეთისთვის ძლიერი მესიჯის გასაგზავნად - "ჩვენ უკრაინის გვერდით ვართ, რამდენ ხანსაც ეს საჭირო იქნება", - თქვა სუნაკმა.
შეგახსენებთ, 11-12 ივლისს ვილნიუსში NATO-ს სამიტი გაიმართება. სამიტამდე ერთი დღით ადრე, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ ალიანსის ლიდერებს შორის შედგა კონსესუსი უკრაინის NATO-ში გაწევრიანების გზიდან MAP-ის ამოღების შესახებ.