საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, უკრაინას უფრო შორი დისტანციის რაკეტებს გაუგზავნიან. განცხადება მან ვილნიუსში ნატოს სამიტზე ჩასვლისას გააკეთა.
"სიტუაციისა და კონტრშეტევის გათვალისწინებით, რომელსაც უკრაინა ხელმძღვანელობს, მე გადავწყვიტე გავზარდო იარაღისა და აღჭურვილობის მიწოდება, რათა უკრაინელებს შემდგომი დარტყმის შესაძლებლობა მივცე, ჩვენი დოქტრინის სიცხადისა და თანმიმდევრულობის შენარჩუნებით, ანუ უკრაინას საშუალება მისცეს დაიცვას თავისი ტერიტორია", - განაცხადა მაკრონმა.
მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ მნიშვნელოვანია უკრაინის მხარდაჭერა.
SCALP რაკეტები, რომელთა გაგზავნა უკრაინაში იგეგმება, ბრიტანული Storm Shadow რაკეტის ფრანგული ეკვივალენტია. Storm Shadow არის ფრთოსანი რაკეტა, რომელიც ერთობლივად შეიქმნა დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის მიერ. სროლის დიაპაზონი - 250 კმ-ზე მეტი.