"მთავარი მიზანი არის [NATO-ს] სრულფასოვანი წევრობა... ჩემმა პრეზიდენტმა რაღაცა იცის", - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრი ალექსეი რეზნიკოვი ვილნიუსში, NATO-ს სამიტზე ჟურნალისტებთან საუბრობს.
მთავარი მიზანი არის [NATO-ს] სრულფასოვანი წევრობა. დეტალებზე ახლა არ ვისაუბრებ, რადგან შეხვედრები ხვალ არის და იქ ყველაფერს მოვისმენთ. ახლა მოვედი, რომ ხელი მოვაწერო ჩემს კოლეგებთან, თავდაცვის მინისტრებთან ერთად შეთანხმებას, რომელიც ეხება F-16 გამანადგურებლების საწვრთნელ კურსებს... ჩემმა პრეზიდენტმა რაღაცა იცის, - ამბობს რეზნიკოვი.