"რუსეთის აგრესიული ამბიციები ნანგრევებად დარჩება" | ზელენსკი

გამოქვეყნდა:

"რუსეთის აგრესიული ამბიციები ნანგრევებად დარჩება", - ასე მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვილნიუსში გამართულ უკრაინის მხარდაჭერ აქციაზე შეკრებილ ხალხს.

"დღეს, აქ, ვილნიუსში არის ბახმუტის საბრძოლო დროშა. შეგახსენებთ, რომ ევროპისთვის ერთ-ერთი ყველაზე გადამწყვეტი ბრძოლა ბახმუტში გაიმართა. ეს დროშა ნიშნავს, რომ ლიეტუველებს აღარასდროს მოუწევთ რუსებთან ბრძოლა. არც ვილნიუსის სატელევიზიო კოშკთან და არც სხვა ქალაქებში. რუსეთის აგრესიული ამბიციები ნანგრევებად დარჩება.'' - განაცხადა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, დღეს უკრაინის პრეზიდენტი ვილნიუსში NATO-ს სამიტის ფარგლებში ჩავიდა. ვოლოდიმირ ზელენსკი სიტყვით გამოვიდა იენს სტოლტენბერგის ბრიფინგზე და ასევე უკრაინის მხარდამჭერ აქციაზეც მივიდა. ცნობისთვის, ვილნიუსის სამიტის ფარგლებში, ხვალინდელი დღე, 12 ივლისი უკრაინის დღედ გამოხხადა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი