"არა ცენზურას! დამოუკიდებლობა კინოცენტრს!" - ამ სახელწოდებით დღეს, 19:00 საათზე, კულტურის სამინისტროსთან საპროტესტო აქციაა დაგეგმილი.
როგორც ხელოვანები ამბობენ, ახლა ხელისუფლება ცდილობს ქართული თანამედროვე კინო პარტიის სამსახურში ჩააყენოს და ხელოვნება ცენზურის ქვეშ მოაქციოს.
"ჩვენ ვაპროტესტებთ კულტურის სამინისტროში მიმდინარე გაუმჭვირვალე და გაურკვეველ პროცესებს, რომელიც გვიჩენს განცდას, განსაკუთრებით უკანასკნელი ერთი თვის მანძილზე რაც მოჰყვა ჩვენს პროცესს, გამოხმაურებები, რომ არსებობს საფრთხე ცენზურისა. ამიტომ, ვიკრიბებით 7 საათზე, კულტურის სამინისტროს წინ, რათა გამოვხატოთ კიდევ ერთხელ ჩვენი პროტესტი და ასევე მოვუწოდებთ კულტურის სფეროში მოღვაწე სხვა ადამიანებს, რომლებსაც მსგავსი პროცესები თავის დროზე შეეხო, შემოგვიერთდნენ და ერთად გავაპროტესტოთ," - ამბობს რეჟისორი, ქეთი მაჭავარიანი.
თითქმის ერთი თვეა, კინოს სფეროს წარმომადგენლები, სტუდენტები ორ მოთხოვნას აყენებენ: