საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე პატრიარქის მოსაყდრის, მეუფე შიოს შესაძლო მოწამვლაზე ამბობს, რომ არ უნდა გამოირიცხოს გარე ჩარევაც. მისი თქმით, შესაბამის უწყებებს საქმის კურსში საპატრიარქო ეტაპობრივად აყენებდა.
ანდრია ჯაღმაიძე ამბობს, რომ მეუფე შიოს სისხლში მძიმე მეტალები გადაჭარბებული ოდენობით იყო.
"[სამებაში] გამოძიების ფარგლებში არ ყოფილან, ისე, როდესაც ჩვენ კერძოდ გვინდოდა რაღაც გარკვეული ანალიზი გაგვეკეთებინა, მაშინ გვყავდა ექსპერტები. [სუს-იც იყო ჩართული? ანზორ ჩუბინიძეც იყო მოსული?] დიახ, თანდათან ვაყენებდით საქმის კურსში. [მძიმე მეტალების დოზა] გადაჭარბებული იყო, მე არ დავასახელებ, ჯერ არ ვიცი სწორად მოვიქცევი თუ არა, რომ დავასახელო, გადაჭარბებული იყო რამდენჯერმე. შესაძლოა საბოლოოდ დადგინდეს, რომ იყო რაღაც ყოფითი შემთხვევა, თუმცა არ უნდა გამოირიცხოს ჩარევაც", - თქვა ანდრია ჯაღმაიძემ.
მისივე თქმით, მეუფე შიოს განზრახ მკვლელობის მცდელობის საქმეზე გამოძიებამ გამოკითხა - მუხლებში ვერ ვერკვევი, უბრალოდ, იქ იყო ნათქვამი, რომ განზრახ მკვლელობის მცდელობით აღიძვრება საქმე და ამ მიმართულებით იქნება გამოძიება. ჯერ გამოკითხული ვარ მხოლოდ მე - უთხრა ჯაღმაიძემ ჟურნალისტებს.
ინფორმაციის გავრცელების შემდეგ დღეს მედიასთან პირველი კომენტარი გააკეთა მეუფე შიომაც, რომელმაც სამებაში წირვა აღავლინა. იხილეთ: