ევროპარლამენტში ამ წუთებში "მთავარი არხის" დამფუძნებლის, ნიკა გვარამიასა და ევროპარლამენტარ პეტრას აუსტერვიჩუსის მონაწილეობით საჯარო დისკუსია მიმდინარეობს. შეხვედრაზე ნიკა გვარამია საკუთარი პოლიტიკური პატიმრობის, ასევე ქართული დემოკრატიის უკუსვლისა და ქართულ მედიაში შექმნილი მდგომარეობის შესახებ ისაუბრებს. 

საჯარო შეხვედრაში, მონაწილეობა შეუძლიათ მიიღონ პარლამენტის თანამშრომლებმა, პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებმა, პოლიტიკურმა მრჩევლებმა, პრესსამსახურის წევრებმა. 

დღესვე, თბილისი დროის 19:00 საათზე სტრასბურგში ნიკა გვარამიასა და ევროპარლამენტარების ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება. იხილეთ: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი