"ნიკა გვარამიას ევროპარლამენტში ჩამოსვლა ძალიან მნიშვნელოვანია... გვინდა, რომ საქართველო ევროპას დაუახლოვდეს, თუმცა, სამწუხაროდ, შორდება..." | ევროპარლამენტარი ტიჟის რეუტენსი

გამოქვეყნდა:

"ნიკა გვარამიას ევროპარლამენტში ჩამოსვლა ძალიან მნიშვნელოვანია... გვინდა, რომ საქართველო ევროპას დაუახლოვდეს, თუმცა, სამწუხაროდ, შორდება...", - ამის შესახებ ევროპარლამენტარი ტიჟის რეურენსი 
სტრასბურგში, ნიკა გვარამიასთან ერთად გამართული დისკუსიის შემდეგ საუბრობს. 

მე ვფიქრობ, ნიკა გვარამიას ევროპარლამენტში ჩამოსვლა ძალიან მნიშვნელოვანია. საკითხები, რომლებზეც ის საუბრობს, სცდება მხოლოდ მისი პატიმრობის თემას და ეხება ზოგადად საქართველოში შექმნილ სიტუაციას. ჩვენც მასსავით შეშფოთებულები ვართ საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობით. ჩვენ მხოლოდ ის გვინდა, რომ საქართველომ შეასრულოს პირობები და უფრო დაუახლოვდეს ევროპას. სამწუხაროდ, საქართველოში ახლა პირიქით ხდება და ქვეყანა შორდება ევროკავშირს. ამიტომ ვფიქრობ, რომ დროა ხელისუფლებამ მოუსმინოს საკუთარ ხალხს და გაატაროს ყველა საჭირო რეფორმა, - ამბობს ის.

შეგახსენებთ, რომ უკვე მეორე დღეს "მთავარი არხის" დამფუძნებელი ევროდეპუტატებს ხვდება. საუბრის მთავარი თემა საქართველოში არსებული მედიაგარემო, პოლიტიური დევნა და ის პროპაგანდაა, რომელსაც "ოცნების" ხელისუფლება თავისუფალი მედიისა და განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების წინააღმდეგ იყენებს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი