"გვაქვს საშუალება, ვუმასპინძლოთ ნიკა გვარამიას ევროპარლამენტში... ამის გამო, საქართველოს მმართველმა ძალამ მოგვნათლა ოდიოზურებად... ეს არ გვაღელვებს" | აუსტრევიჩუსი

გამოქვეყნდა:

"ჩვენ ახლა გვაქვს საშუალება, ვუმასპინძლოთ ნიკა გვარამიას ევროპარლამენტში... ამის გამო საქართველოს მმართველმა ძალამ მოგვნათლა ოდიოზურებად და რეალობას მოწყვეტილებად. ეს არ გვაღელვებს", - ამის შესახებ ევროპარლამენტარი -- სტრასბურგში, ნიკა გვარამიასთან ერთად გამართული დისკუსიის შემდეგ საუბრობს. 

ნიკა გვარამია არის ჟურნალისტი, რომელიც უსამართლოდ იყო მსჯავრდებული თანამდებობის ბოროტად გამოყენებისთვის და მისჯილი ჰქონდა პატიმრობა 3.5 წლით. წელს ის პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა და ამიტომ ჩვენ ახლა გვაქვს საშუალება, რომ ვუმასპინძლოთ მას ევროპარლამენტში. ამის შესახებ შეიტყო საქართველოს მმართველმა ძალამ და მათ ჩვენ მოგვნათლეს ოდიოზურებად და რეალობას მოწყვეტილებად. თუმცა, ჩვენ ეს არ გვაღელვებს, ეს მათი საქმეა. ჩვენ პატივს ვცემთ ქართველ ხალხს და არ გავწყვეტთ კავშირს ქართველ პოლიტიკოსებთან, განსაკუთრებით კი ოპოზიციონერებთან.

ნიკა, მაქვს პატივი, გადმოგცეთ ეს პოსტერი, რომელიც ხელში მეჭირა 31 მაისს, როდესაც ბრიუსელში მოვითხოვდით თქვენს გათავისუფლებას. ეს ჯადოსნური პოსტერია. დიდი მადლობა და იმედი მაქვს, რომ მიხეილ სააკაშვილის პოსტერიც ასეთივე წარმატებული იქნება. დიახ, ჩვენ სასწაულის მოხდენა შეგვიძლია, - ამბობს ის.

შეგახსენებთ, რომ უკვე მეორე დღეს "მთავარი არხის" დამფუძნებელი ევროდეპუტატებს ხვდება. საუბრის მთავარი თემა საქართველოში არსებული მედიაგარემო, პოლიტიური დევნა და ის პროპაგანდაა, რომელსაც "ოცნების" ხელისუფლება თავისუფალი მედიისა და განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების წინააღმდეგ იყენებს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი