ლიეტუვის დედაქალაქში ხელი მოეწერა G7-ის წვერი ქვეყნების ერთობლივ დეკლარაციას უკრაინის უსაფრთხოებაზე. პრესკონფერენციას შვიდეულის წევრი ყველა ქვეყნის წარმომადგენელი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ესწრებოდნენ. მათ გვერდით იდგა ვოლოდიმირ ზელენსეკი.
დეკლარაციაში ნათქვამია, რომ G7-ის ქვეყნები იღებენ ვალდებულებას უზრუნველყონ უკრაინის თავდაცვისუნარიანობა და უსაფრთხოება გრძელვადიანი ორმხრივი შეთანხმებების საფუძველზე.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის დელეგაცია "სახლში ბრუნდება მნიშვნელოვანი შედეგებით"- ის მადლობას უხდის პარტნიორებს.
„ეს სრულიად ახალ შესაძლებლობებს იძლევა ჩვენი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“, - თქვა ზელენსკიმ პრესკონფერენციაზე.
განცხადება გააკეთა აშშ-ის პრეზიდენტმაც.
ვილნიუსში გამართული ორდღიანი ნატოს სამიტით უკრაინა- ნატოს ურთიერთობის ახალი ეტაპი დაიწყო - მაპის გარეშე ალიანსის წევრობა, უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფა, სამხედრო დახმარება, უკრაინა-ნატოს საბჭოს შექმნა, რომლის პირველი შეხვედრაც ვილნიუსში დღეს უკვე გაიმართა. სამიტი დასრულებულია.