"მნიშვნელოვანია ბევრი ახალი ადამიანის ჩართვა ცვლილებების პროცესში სამოქალაქო საზოგადოებიდან და ახალგაზრდებიდან... ამის რესურსი ნამდვილად არსებობს" | ნიკა გვარამია

გამოქვეყნდა:

"ძალიან მნიშვნელოვანია ბევრი ახალი ადამიანის ჩართვა ცვლილებების პროცესში, მათ შორის, სამოქალაქო საზოგადოებიდან და ახალგაზრდებიდან", - ამის შესახებ "მთავარი არხის" დამფუძნებელი ნიკა გვარამია სტრასბურგში, ევროპარლამენტარებთან ერტად გამართული დისკუსიის შემდეგ საუბრობს:

მთავარი იყო ინტერესი იმასთან დაკავშირებით, როგორ უნდა შეიცვალოს. იმიტომ რომ ამ ხალხს ბევრჯერ აქვს მოსმენილი და ალბათ მობეზრებულიც, რა ხდება საქართველოში და კარგად იციან. როგორ უნდა შეიცვალოს და ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, როგორ უნდა შეიცვალოს... ჩემი ხედვები, როგორ უნდა შეიცვალოს, ყოველ შემთხვევაში. მე ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ბევრი ახალი ადამიანის ჩართვა ცვლილებების პროცესში, მათ შორის, სამოქალაქო საზოგადოებიდან, მათ შორის ახალგაზრდების, და მე ვფიქრობ, რომ შეცვლის რესურსი და პერსპექტივა ნამდვილად არსებობს და სიტუაცია უიმედო საერთოდაც არ არის. მაგრამ, ასევე, უნდა გვესმოდეს, რომ ცვლილებები შესაძლებელია მხოლოდ იმ ვითარებაში, როდესაც ეს ხელისუფლება შეიცვლება. ამ ხელისუფლების პირობებში ცვლილებები გამორიცხულია უბრალოდ, ვერ მოხდება ეს, - ამბობს ნიკა გვარამია. 

შეგახსენებთ, რომ უკვე მეორე დღეს "მთავარი არხის" დამფუძნებელი ევროდეპუტატებს ხვდება. საუბრის მთავარი თემა საქართველოში არსებული მედიაგარემო, პოლიტიური დევნა და ის პროპაგანდაა, რომელსაც "ოცნების" ხელისუფლება თავისუფალი მედიისა და განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების წინააღმდეგ იყენებს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი