"ნიკას თავისუფლებით ჩვენს ქვეყანაში არსებული პრობლემების გადაჭრის შანსი გაიზარდა, სწორედ ამიტომ მოიწვიეს ევროპარლამენტარებმა", - ამის შესახებ "მთავარი არხის" დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას მეუღლე,
სოფო ლილუაშვილი სტრასბურგში, ევროპარლამენტარებთან შეხვედრის შემდეგ საუბრობს.
სულ ცოტა ხნის წინ მარტო დავდიოდი ასეთ შეხვედრებზე. ვსაუბრობდი ნიკაზე, ვსაუბრობდი ქვეყნის პრობლემებზე და ახლა უკვე ნიკა თავისუფალია. ძალიან სასიხარულოა არამხოლოდ ჩვენთვის, აღმოჩნდა, რომ ევროპარლამენტარებისთვისაც. ნიკა თავისუფალია, მაგრამ, სამწუხაროდ, ის პრობლემები, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში არსად არ წასულა. ჩემი აზრით, ნიკას გათავისუფლებით ამ პრობლემების გადაჭრის შანსი გაიზარდა და მგონია, რომ სწორედ ამიტომ ახალგამოსულზე ციხიდან მოიწვიეს ევროპარლამენტარებმა, რომ მოისმინონ არამხოლოდ ის, ნიკასგან, რა ხდებოდა აქამდე, არამედ ის, თუ როგორ შეიძლება ამ პრობლემების მოგვარება და გადაჭრა, - ამბობს სოფო ლილუაშვილი.
შეგახსენებთ, რომ უკვე მეორე დღეს "მთავარი არხის" დამფუძნებელი ევროდეპუტატებს ხვდება. საუბრის მთავარი თემა საქართველოში არსებული მედიაგარემო, პოლიტიური დევნა და ის პროპაგანდაა, რომელსაც "ოცნების" ხელისუფლება თავისუფალი მედიისა და განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების წინააღმდეგ იყენებს.