NATO-ს ისტორიული სამიტი ვილნიუსში | უკრაინის ალიანსში გაწევრიანების პროცესი დადასტურებულია

გამოქვეყნდა:

უკრაინის ნატოში გაწევრიანების პროცესი ოფიციალურად დადასტურებულია. ვილნიუსის სამიტზე ალიანსის ქვეყნებმა ერთხმად მიიღეს გადაწყვეტილება - უკრაინა, ყველა ფორმალური საფეხურის გამოტოვებით ფაქტობრივად ალიანსის კართან დგას. სრულყოფილი გაწევრიანების ერთადერთ ხელისშემშლელ ფაქტორად მხოლოდ რუსული აგრესია და საომარი მოქმედებები რჩება, თუმცა ამ ბრძოლაში კიევი მარტო არ დარჩება. უკრაინის სამხედრო დახმარება, სამიტის გადაწყვეტილებით, კიდევ უფრო მასშტაბური გახდება.

ვოლოდიმირ ზელენსკი დიპლომატიურ კმაყოფილებას აფიქსირებს. უკრაინის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ქვეყანა უკვე უნდა გამხდარიყო ალიანსის წევრი, თუმცა ნათელია, რომ საბრძოლო მოქმედებების პირობებში ეს შეუძლებელია. პარალელურად, ალიანსი პირობას აძლევს კიევს, რომ დახმარება გამარჯვებამდე გაგრძელდება. და კიდევ უფრო წონადს ამ დაპირებას ხდის ცალკე, დიდი შვიდეულის ქვეყნების პოზიცია, რომლებიც უკრაინის დახმარების ახალ პაკეტს მოამზადებენ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი