კინოცენტრის თანამშრომლები პროტესტის რეჟიმში რჩებიან. ქუჩაში გამოსული ხელოვანები პოზიციებს არ თმობენ და კინოცენტრის ცენზურისგან დასაცავად კვლავ მინისტრს უპირიპიდებიან. მორიგ საპროტესტო აქციას დღეს კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებული სხვადასხვა უწყების ის თანამშრომლები შურერთდნენ, ვისი თანამდებობაც წულუკიანის რეპრესიებს ემსხვერპლა.
პარალელურად, დასრულდა კინოცენტრში გამოცხადებული რეორგანიზაცია და ყველა, ვისი განსხვავებული აზრი და პოლიტიკური გემოვნება არ ემთხვევა მინისტრის შეხედულებას, გათავისუფლებულია.