
"ბელარუსში, მოლდოვაში, საქართველოში ადამიანები აგრძელებენ ბრძოლას, რომ მათი ხმა მოისმინონ", - ამის შესახებ NATO-ს ვილნიუსის სამიტზე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა.
''პუტინი კიდევ ფიქრობს, რომ აშშ-ის მოკავშირეებს შორის ერთიანობა დაიმსხვრევა. მან ვერ გაიგო, რომ ჩვენი თავისუფლება ისეთი რამაა, რომელზეც არასდროს ვიტყვით უარს, ჩვენ ასეთები ვართ და ჩვენი ძმები, ლიეტუველი ხალხი, ისინი აქტიურად უჭერდნენ უკრაინას მხარს, იმიტომ რომ თქვენ ცხოვრობდით ძალიან დიდი ხნის განმავლობაში და წართმეული გქონდათ თავისუფლება, ვერ წყვეტდით თქვენს მომავალს. ბელარუსში, მოლდოვაში, საქართველოში ადამიანები აგრძელებენ ბრძოლას, რომ მათი ხმა მოისმინონ.
ჩემი გზავნილია, გააგრძელეთ, გააგრძელეთ მსოფლიოსთვის იმ იმედის შეხსენება, რომელსაც ლიეტუვა განასახიერებს. ეს არის ის, რასაც თქვენ განასახიერებთ - იმედი. არ ვხუმრობ, ამას გულახდილად გეუბნებით. ჩვენ არასდროს უნდა დაგვავიწყდეს, რამდენად მნიშვნელოვანია ეს და არასდროს უნდა დავნებდეთ და უნდა ვიბრძოლოთ უკეთესი მომავლისთვის, ეს არის ჩემი ცხოვრების მოწოდება. ჩვენ, ჩვენი ერთიანობა არასდროს დაიმსხვრევა'', - განაცხადა ბაიდენმა.
იხილეთ ასევე: