რუსეთმა ზედიზედ მესამედ მიიტანა იერიში უკრაინის დედაქლაქ კიევზე. მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა. მისი თქმით, კაცის ცხედარი იმ დროს იპოვეს, როცა კიევის პოდილის რაიონში, საცხოვრებელ კორპუსში ხანძარს აქრობდნენ.
კიევის რეგიონულმა სამხედრო ადმინისტრაციამ თქვა, რომ თავდაცვამ მოიგერია რუსული იერიში.
"საჰაერო თავდაცვა მოქმედებს რეგიონში, კიევის გარეუბანში. დარჩით თავშესაფრებში, სანამ საჰაერო თავდასხმა არ დასრულდება!" - თქვა სერგეი პოპკომ, კიევის ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.
კლიჩკომ განაცხადა, რომ დაზიანებულია დედაქალაქის რამდენიმე რაიონი.