რუსეთთან ვაჭრობა არ იქნება და უკრაინა დათმობას არ აპირებს - ეს არის ვილნიუსის სამიტის შედეგებიდან გამომდინარე საბოლოო გზავნილი, რომელიც უკრაინის საბოლოო პოზიციას აღწერს. პრეზიდენტი ზელენსკი საჯაროდ აცხადებს, რომ არ გადადგამს არცერთ ნაბიჯს, რომელიც რუსეთს დღეს არსებული მდგომარეობის შენარჩუნების შესაძლებლობას მისცემს, და უფრო მეტიც - თავად უკრაინის ლიდერიც არ აპირებს დათმობებს ნატოში გაწევრიანების სანაცვლოდაც კი. დასავლეთი, ზელენსკის ამ პოზიციას, როგორც ჩანს, იზიარებს. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრები და, განსაკუთრებით დიდი შვიდეულის წარმომადგენლები, უკრაინას საბოლოო გამარჯვებამდე მხარში დგომას ჰპირდებიან.