უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, ღამით 23 დრონი ჩამოაგდეს

გამოქვეყნდა:

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, ღამით რუსებმა უკრაინას შეუტიეს 17 ირანული წარმოების "შაჰიდის" დრონით, მათგან 16 თავდაცვამ გაანადგურა.  უწყების განცხადებით, რუსეთმა დრონებით უკრაინას სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებიდან (პრიმორსკო-ახტარსკი) შეუტია.

შეტევა 13 ივლისის 4 საათამდე გრძელდებოდა. ასევე, საჰაერო თავდაცვამ ხუთშაბათს გაანადგურა ერთი სადაზვერვო უპილოტო საჰაერო ხომალდი (UAV) და ექვსი ოპერატიული და ტაქტიკური დონის თვითმფრინავი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი