რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა უკრაინის ტერიტორიაზე მებრძოლი 178 უცხოელი ჯარისკაცის წინააღმდეგ, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სამთავრობო გამოცემა Lenta.ru ავრცელებს ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტზე დაყრდნობით.
როგორც გამოცემა წერს, მებრძოლებს შორის არიან ქართველი ჯარისკაცებიც.
"დადგენილია, რომ ისინი უკრაინის ტერიტორიაზე საომარ მოქმედებებში მონაწილეობენ, იმავდროულად, სხვა ქვეყნების მოქალაქეები არიან. დაქირავებულთა შორის არიან ამერიკის, დიდი ბრიტანეთის, იტალიის, ბელგიის, დანიის, შვედეთის, ლატვიის, ლიეტუვის, ფინეთის, საფრანგეთის, ესტონეთის, ნიდერლანდების, ალბანეთის, ბულგარეთის, კორეის, ნამბიის, პერუს, უზბეკეთის, ისრაელის, საქართველოსა და ბრაზილიის მოქალაქეები", - წერს გამოცემა კომიტეტზე დაყრდნობით.
შეგახსენებთ, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის როცა რუსეთის მიერ ძებნილთა სიაში საქართველოს მოქალაქეებიც მოხვდნენ. მიმდინარე წლის 29 ივნისს გავრცელდა საგამოძიებო კომიტეტის კიდევ ერთ განცხადება, რომლის მიხედვითაც მათ გამოძიება დაიწყეს უკრაინაში მებრძოლი 160 უცხოელის წინააღმდეგ.