სახალხო დამცველის განცხადებით, მესტიაში შექმნილი ეპიდემიოლოგირუი სიტუაციიდან გამომდინარე მათი ოფისის მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის.
საკარანტინო შეზღუდვების გათავალისწინებით, ყველა იმ პირს, რომელიც მიიჩნევს, რომ დაირღვა მათი უფლებები, სახალხო დამცველის აპარატი მზადაა გაუწიოს დახმარება, - წერია სახალხო დამცველის განცხადებაში.
მოქალაქეებს საჭიროების შემთხვევაში შეუძლიათ:
შეგახსენებთ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, მესტიაში, უშგულსა და ლენჯერში კარანტინი დღეს, 10 აგვისტოს გამოცხადდა. ამის შესახებ გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გახდა ცნობილი.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 10 აგვისტოს საქართველოში კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევა დადასტურდა. მათგან 17 ერთ ადამიანთან კონტაქტია და ისინი მესტიდან არიან.
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას თქმით, დადასტურებული შემთხვევებიდან 1 სოფელ გაჩიანიდანაა, 1 სამედიცინო პერსონალია, 5 იმპორტირებული შემთხვევაა, 1 პაციენტი აფხაზეთიდანაა გადმოყვანილია, ხოლო კიდევ 1 კონტაქტების მოძიება ამჟამად მიმდინარეობს.