უკრაინაში რუსეთის 50-ზე მეტი მოქალაქე სამხედრო დამნაშავედაა აღიარებული. ამის შესახებ უკრაინის გენერალურმა პროკურორმა, ენდრეი კოსტინმა განაცხადა.
მისი თქმით, გამამტყუნებელი განაჩენი სასამართლოების მიერაა (უმეტესობა დაუსწრებლად) გამოტანილი. ამავე ბრალდებაზე 219 პირთან დაკავშირებით გამოძიება დასრულებულია და მათი საქმეები უკვე სასამართლოებშია გადაცემული. უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ასევე აღნიშნა, რომ დადგენილია რუსეთის 368 სამხედროს ვინაობაც, რომლებიც ეჭვმიტანილის სტატუსს ატარებენ.
კოსტინის ინფორმაციითვე, უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე 95 000-ზე მეტი ომის დანაშაულია აღრიცხული.