რუსებმა ხერსონის რაიონი დაბომბეს | არიან დაჭრილები, განადგურებულია ხორბლის მოსავალი

გამოქვეყნდა:

ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუსებმა ხერსონის რაიონი დაბომბეს. ავიაიერიშის შედეგად დაშავდა ორი მშვიდობიანი მოქალაქე და განადგურდა ხორბლის მოსავალი.

უწყების ცნობით, ასევე დაზიანდა კერძო სახლები. რაც შეეხება ხორბლის მოსავალს, ზარალის ოდენობა ჯერ კიდევ უცნობია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი