"უკრაინის მომავალი NATO-შია და ეს განხილვას არ ექვემდებარება", - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა განაცხადა.
" ეს არის გზავნილი, რომელიც გაისმა NATO-ს სამიტზე. დიახ, ჩვენ ძალიან მარტივად ვთქვით NATO-ში, რომ უკრაინის მომავალი NATO-შია. ჩვენ სწორედ ეს ვიგულისხმეთ. ეს არ ექვემდებარება განხილვას. ეს არის ის, რაც ჩვენ გვაქვს" , - თქვა სალვანმა.
გარად ამისა, მისივე თქმით, აშშ აპირებს, უზრუნველყოს უკრაინის საჭირო მხარდაჭერა, რამდენიც დასჭირდება.