აზოვის გმირების დაბრუნება უკრაინაში | აზოვსტალის მებრძოლები ფრონტის ხაზზე გადიან

გამოქვეყნდა:

უკრაინაში პუტინის ომის დაწყებიდან წელიწადი და 5 თვე გავიდა - ამ მოკლე დროის განმავლობაში გამოჩნდა, რომ რუსეთის სამხედრო ძლევამოსილება მხოლოდ კრემლის პროპაგანდა იყო, პუტინის რეჟიმი კი სულაც არ გამოიყურება შეუცვლელად. პირიქით - ახლა რეჟიმი ყველაზე მეტად მოწყვლადია, და ძალაუფლებას დახარბებულმა ოლიგარქიულმა კლანებმა შესაძლოა დასუსტებული ბელადი უბრალოდ გაგლიჯონ. მითუმეტეს ელიტის შიგნით გადატრიალების პირველი მცდელობა ვიხილეთ.

ბოლო დღეებია, რუსეთის არმიაში ტოტალური წმენდა მიდის, იჭერენ გენერლებს, არმიის მეთაურებს, რუსული ელიტისთვის პატივსაცემ სამხედროებს. გასაგებია, რომ სისტემა დიდხანს ვეღარ გაძლებს. და ამ ფონზე კიდევ უფრო ემოციურად გამოიყურება ლეგენდად ქცეული აზოვის ფერფლიდან აღდგენა. რკინის გმირები, რომლებიც ვერ გატეხეს ვერც 155 მილიმეტრიანმა ჭურვებმა, ვერც ორტონიანმა ბომბებმა და ვერც ტყვეობასა და წამებაში გატარებულმა თვეებმა. აზოვის ბიჭები ბრძოლის ველს უბრუდნებიან.

ავტორი: ბექა ყორშია

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი