ხარკოვზე რუსების სარაკეტო თავდასხმას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

გამოქვეყნდა:

კვირას, რუსების მიერ ხარკოვის რეგიონის დაბომბვას სულ მცირე ერთი ადამიანი ემსხვერპლა. დაშავდა სამი. 

უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა, რომ გარდაცვლილიც და დაშავებულებიც ხარკოვის ოსნოვიანსკის ოლქში მდებარე სამრეწველო საწარმოს თანამშრომლები არიან.

"წინასწარი ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციის ბელგოროდის ოლქის ტერიტორიიდან ორი S-300 რაკეტა იქნა გასროლილი", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი