უკრაინული მედიის ცნობით, ყირიმის ხიდზე თავდასხმა უკრაინის სპეცოპერაცია იყო

გამოქვეყნდა:

უკრაინული მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ ყირიმის ხიდზე შეტევა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის და სამხედრო-საზღვაო ძალების სპეცოპერაცია იყო.

"უკრაინსკა პრავდა",  "რბკ უკრაინა" და BBC-ის რუსული ბიურო ინფორმაციას უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებენ. 

"ხიდს თავს დაესხნენ ზედაპირული დრონებით. ხიდთან მისვლა რთული იყო, მაგრამ საბოლოოდ ეს მოხერხდა", - ამბობს წყარო BBC-ს ცნობით.

უწყებაში სხვა დეტალებზე არ საუბრობენ.  ოფიციალურად, ყირიმის ხიდის დაზიანებაზე პასუხისმგებლობა არც უკრაინის ხელისუფლებას და არც სამხედროებს არ აუღიათ.

უკრაინის შეიარაღებული ძალების „სამხრეთის“ ოპერატიული სარდლობის სპიკერმა, ნატალია გუმენიუკმა ორშაბათს დილით განაცხადა, რომ ყირიმის ხიდზე მომხდარი აფეთქებები შესაძლოა რუსეთის პროვოკაცია იყოს მარცვლეულის შეთანხმების განხილვის ფონზე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი